• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ნიკორა ტრეიდი
ბოლო ვადა: 2020/04/20
ნანახია: 436 -ჯერ

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორი, გ. ნადარეიშვილის ქუჩა #4
სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 550-დან 850 ლარამდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
** დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის ტვირთვის გადაცემა;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვაში მონაწილების მიღება;
** საწყობის დალაგება, დასუფთავება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ერთჯერად კვებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ცენტრალური საწყობის თანამშრომელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა