• https://charte.ge/

ავტორი

ტვირთების ინსპექტირების ორგანიზაცია

mail: info@technoservice.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
დამსაქმებელი: ტვირთების ინსპექტირების ორგანიზაცია
ბოლო ვადა: 2020/04/15
ნანახია: 398 -ჯერ

სერვისცენტრი "ტექნოსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10-დან 19 სთ-მდე; შაბათი 11-დან 18 სთ-მდე.
ანაზღაურება: 600 ლარი
გამოსაცდელი ვადა: ერთი თვე, ანაზღაურებადი, ხელფასის 70%-ის ოდენობით

სერვის ცენტრი "ტექნოსერვისი" წარმოადგენს საყოფაცხოვრებო, აუდიო-ვიდეო და სხვა ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი მრავალი ბრენდის ავტორიზებული სერვის ცენტრს საქართველოში. კომპანია დაარსების დღიდან (2004 წ.) უზრუნველყოფს სხვადასხვა ბრენდების გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, კერძოდ: საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის დაზიანებების დიაგნოსტიკას, შეკეთებას, მონტაჟს და ა.შ.

მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** სერვის ცენტრის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, შეკვეთების მიღება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** პირველადი სატელეფონო კონსულტაციის გაწევა-ნივთის გამოყენების წესებთან დაკავშირებით
** შესაკეთებლად შემოსული ნივთების მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისათვის
** ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების შეთავსება მიღებული დავალებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 20-32 წელი
** უმაღლესი განათლება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სრულყოფილად;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად (წერა, მეტყველება თავისუფლად)
** სასურველია შესაბამის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** სხარტი აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად და ასევე გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა მოვალეობის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV (ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე: info@technoservice.ge

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი, 2020 წელი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა