• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების მენეჯერი-კოლაგი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
ბოლო ვადა: 2020/04/05
ნანახია: 307 -ჯერ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს წარმოების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კოლაგი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების მართვა, სამუშაო პროცესების რაციონალიზაცია;
** წარმოებაში ტექნოლოგიური პროცესების სწორად წარმართვის კონტროლი;
** წარმოების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ნედლეულის კონტროლი;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** შეკვეთების დროული მიღება და მომარაგების უზრუნველყოფა;
** მუდმივად სიახლეების შემოთავაზება, რომელიც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური პროცესების მართვას, ეფექტურობის გაზრდას, ხარისხის გაუმჯობესებას და ნედლეულის რაციონალურად გამოყენებას;
** მუდმივად გაყიდვების მოცულობის ზრდაზე და პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე ორიენტაცია;
** სავაჭრო ობიექტებიდან მობრუნებული პროდუქციის გადახარისხება-ლიკვიდაციის უზრუნველყოფა;
** სურსათის უვნებლობის კონტროლი;
** წარმოებაში ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
** მუდმივად კონკურენტების კვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@spar-georgia.com 2020 წლის 05 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების მენეჯერი (კოლაგი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა