| 1C ოპერატორი- კოლაგი | 
             
            
               | დამსაქმებელი: | SPAR Georgia | 
                         
               | ბოლო ვადა: | 2020/04/05 | 
                                                                                                             
            
              
                                                                             
             
               | ნანახია: | 399                   -ჯერ | 
         
          
                        საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს 1C ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: კოლაგი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** დამზადებული პროდუქციის განაწილება სავაჭრო ობიექტებზე;
** შეკვეთების პროგრამული ასახვა;
** ზედნადებების დაბეჭდვა და პროდუქციასთან ერთად დისტრიბუციისთვის გადაცემა;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამაში გატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** 1C პროგრამის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება,
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@spar-georgia.com 2020 წლის 05 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "1C ოპერატორი (კოლაგი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.