• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების აგენტი
დამსაქმებელი: ელთიბი
ბოლო ვადა: 2020/04/16
ნანახია: 336 -ჯერ

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და მათთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
** არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება და შენარჩუნება;
** გაყიდვების მართვა;
** ანგარიშგება.

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების კუთხით.

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება;
** პროდუქტიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირება;
** ურთიერთობების მართვა;
** ცვლილებების ინიცირება და განხორციელება;
** დისციპლინა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-დან 18:30 საათამდე.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების აგენტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა