• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ქსელის აუდიტი
დამსაქმებელი: მზიური
ბოლო ვადა: 2020/04/12
ნანახია: 321 -ჯერ

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, მაკფა, ლინდტი, ჰაგისი, ბიუბხენი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში ქსელის აუდიტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თვეში ერთხელ საქართველოს სხვადა-სხვა რეგიონში კომპანიის საწყობის ნაშთების აღწერა.
** სადისტრიბუციო ქსელის აუდიტი (ფინანსური დავალიანების და ნაშთების აღწერა).
** კომპანიის სავაჭრო წარმომადგენლების მიერ სადისტრიბუციო ქსელში შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შემდგომი დამუშავება და შეფასება.
** გაწეული სამუშაოების ყოველთვიური რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან.
** სავაჭრო წარმომადგენლების არსებული ქონების შეფასება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სადისტრიბუციო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილის ყოლა
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოება
** კომუნიკაბელურობა
** მოწესრიგებულობა
** შრომისმოყვარეობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

სრული განაკვეთი: ორშაბათი/პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 -18:00.
ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე 800 ლარი, შემდეგ 1000 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.qeburia@mziuri.com.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქსელის აუდიტი".

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა