• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კომერციული მენეჯერის ასისტენტი
დამსაქმებელი: ჭი-ტა
ბოლო ვადა: 2020/04/12
ნანახია: 361 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** კომერციული მენეჯერის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;
** თათბირების, შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების ორგანიზება;
** ოფიციალური საპასუხო წერილების მომზადება;
** საბუთების აუდიტი;
** კომერციული მენეჯერის მიერ დასმულ საკითხებზე სხვადასხვა კვლევისა და დეტალური ინფორმაციის მოძიება;
** კომერციული მენეჯერის მიერ მოთხოვნილი მასალებისა და საბუთების დროული მოძიება და მომზადება;
** აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ინფორმაციის მიღება და ადრესატისათვის ამ ინფორმაციის დროული და შეუფერხებელი გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური უნარ-ჩვევებით)).
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ექსელის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო დღეები: 5 დღე.
სამუშაო საათები: 09:30-დან 18:30 სთ-მდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა