• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების კონსულტანტი
დამსაქმებელი: ჯითექსი
ბოლო ვადა: 2020/04/10
ნანახია: 401 -ჯერ

შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ჯითექსი" 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova, English Home.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
** სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით დაიცვას თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილი;
** უზრუნველყოს საქონლის საკმარისი რაოდენობით არსებობა დარბაზში;
** უზრუნველყოს მაღაზიასა და საწყობში არსებული საქონლის სისუფთავე და სავაჭრო სახის შენარჩუნება;
** უზრუნველყოს საწყობში საქონლის დალაგება კოდებისა და ზომების მიხედვით;
** გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადით დაინტერესებული კანდიდატი:

** სასურველია მომსახურების სფეროში (ტექსტილის მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (უცხოელ მომხმარებელთან კომუნიკაციის მიზნით).

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

** ერთმანეთის მხარდაჭერა;
** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** იდეების/ინიციატივების ღიად გაზიარება;
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სტაჟირების ვადა: 5 დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge და ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი".

წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა