• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
დამსაქმებელი: დაფნა
ბოლო ვადა: 2020/04/04
ნანახია: 316 -ჯერ

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება.

ძირითადი მოვალეობები:

** დაწესებულებაში არსებული კომპიუტერების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** მომხმარებლის დისტანციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკის ტექნიკური მხარდაჭერა აპარატურულ (Hardware) და პროგრამულ (Software) დონეზე.
** Windows (XP/Vista/7/8) დ OS პროგრამული უზრუნველყოფა;
** კაბელ მენეჯმენტი, დაკაბელება, დაქსელვა;
** ქსელური პრინტერების ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა, ქსელურად დაკონფიგურირება დაკავშირება;
** ხელის ტერმინალების, ტელეფონის პროგრამული პროგრამული ტექნიკური მხარდაჭერა: ჩაწერა, ბაზასთან დაკავშირება, სერვერთან მიბმა,
** სასაწყობე პროგრამების და ხელის ტერმინალის პროგრამების დაინსტალირება, ქსელურად გამართვა, მთავარ სერვერთან დაკავშირება და ქსელური კონფიგურაცია,
** არსებულ ხელის ტერმინალებში ახალი პროდუქციის ჩამატება, ხარვეზების ანალიზის უნარი, შესწორება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით);
** ინგლისურის და რუსულის ცოდნა;
** მსგავს სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.
** ქსელების (TCP/IP, LAN/WAN) Switch, Router, და სისტემების (Servers, Services) საფუძვლების ცოდნა;
** AD Active Directory-ის საბაზისო ცოდნა;
** Wi-fi კონფიგურაციის, VOIP ტელეფონების საბაზისო ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა: მომხმარებლების შექმნა, უფლებების მინიჭება, შეზღუდვა, არსებულ პროგრამაში ტექნიკური და პროგრამული ხარვეზების შესწორება-აღმოფხვრა;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დასაქმების პირობები: კვება და ტრანსპორტირება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 მარტი, 2020 წ.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა