• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პრისელერი
დამსაქმებელი: დაფნა
ბოლო ვადა: 2020/04/04
ნანახია: 392 -ჯერ

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: პრისელერი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმართვა
** სავაჭრო ობიექტებზე ვიზიტის განხორციელება და შეკვეთების აღება
** კონსიგნაციის ლიმიტის კონტროლი და დავალიანების დროულად დაფარვის უზრუნველყოფა
** ფულადი თანხის აღება სავაჭრო ობიექტებიდან და მიღებული თანხის შესაბამისი ფისკალური ჩეკის ამობეჭდვა
** დღის ბოლოს, ოპერატორისთვის დღის განმავლობაში მიღებული ყველა საბუთის ჩაბარება და მოლარესთან თანხის მითვლა/ჩაბარება
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთის და შესაბამისი წესით განთავსების კონტროლი
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკება მუდმივი/ან და დროებითი ფასდათმობის შესახებ
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** დისტრიბუციაში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 აპრილი, 2020 წ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა