• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ვებ-გვერდის ადმინისტრატორი
დამსაქმებელი: ზოდი პლიუსი
ბოლო ვადა: 2020/04/05
ნანახია: 652 -ჯერ

შპს "ზოდი პლიუსი" ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. "ზოდი" წარმოდგენილია 6 ბრენდ მაღაზიით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

შპს "ზოდი პლიუსი" აცხადებს ვაკანსიას ვებ-გვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათებია: 09:30-18:00
** სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე, 1 დასვენების დღე
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 149, "ზოდის" ცენტრალური ფილიალი.
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პროდუქციის სრულყოფილი აღწერების მომზადება;
** ყოველდღიური კომუნიკაცია ასორტიმენტის მენეჯერებთან, სიახლეების, ბლოგის, ატვირთვა;
** საიტზე ინფორმაციის მუდმივი განახლება, მარაგების კონტროლი და შესაბამისად ამოწურული პროდუქციის წაშლა/დროებით დამალვა;
** ტექნიკური პრობლემის იდენტიფიცირება-მოგვარება;
** ბანერების მართვა კომპანიის საიტზე;
** ონლაინ კონსულტაციის გაწევა და ონლაინ შოპის ჩართვის შემდგომ პროდუქციის ელექტრონულად გაყიდვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** მეგობრული;
** კრეატიული;
** ენერგიული;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 5 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zodi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა