• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრაციის მენეჯერი
დამსაქმებელი: ჭრელი აბანო
ბოლო ვადა: 2020/04/04
ნანახია: 333 -ჯერ

შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00; შაბათი 09:00-14:00

ანაზღაურება: 750 ლარი სამთვიანი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში (ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროგრამაში შემოსავლის ყოველდღიური აღრიცხვა;
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ზარების გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
** პარტნიორ კომპანიებთან და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია, პირობებზე შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ვაკანსიების გამოქვეყნება, პერსონალის შერჩევა, საკადრო დოკუმენტაციის წარმოება;
** შეხვედრების დანიშვნა/ორგანიზება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** MS Office-ს ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა