• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მექანიკოსი
დამსაქმებელი: my office
ბოლო ვადა: 2020/03/20
ნანახია: 438 -ჯერ

კომპანია „My Office”-ი, რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ HP,CANON, XEROX.

კომპანია აძლევს კანდიდატებს საშუალებას შეისწავლონ პერსპექტიული პროფესია ადგილზე.

ძირითადი მოვალეობები:

  •   პრინტერებისა და სკანერების სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  •   დიაგნოსტიკა; 
  •   ინსტალაცია და ტექნიკური მხარდაჭერა; 
  •   მომსახურების გაწევა, როგორც ადგილზე ასევე ობიექტზე გასვლით.

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  •   სასურველია სამუშაო გამოცდილება შეკეთების მიმართულებით მაგ: ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, დანადგარების ან ძრავების შეკეთების მიმართულებით.
  •   კომპიუტერული უნარების ფლობა კარგი მომხმარებლის დონეზე;
  •   სასურველია უმაღლესი  ან პროფესიული განათლება, მექანიკის, ელექტრო ან კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით;
  •   მართვის მოწმობა აუცილებელია;
  •   სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  •   სამუშაოდრო: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათ.  09:00-დან 18:00-მდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს http://myoffice.com.ge/about-our-company-ka/

დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 579 02 08 34 და ჩაეწეროთ გასაუბრებაზე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მექანიკოსი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა