• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტ-ოპერატორი
დამსაქმებელი: ელთიბი
ბოლო ვადა: 2020/03/20
ნანახია: 434 -ჯერ

კომპანია "ელთიბი" - ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერი იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავეჯის მასალების ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა/მომსახურება.
** პროდუქციის გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (B2).

ანაზღაურება: 860 ლარი (ნეტო).
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:30-დან 18:30 საათამდე.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტ-ოპერატორი".

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა.
** გასაუბრება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა