• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: ელთიბი
ბოლო ვადა: 2020/03/20
ნანახია: 312 -ჯერ

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე, 09:30-დან 18:30 საათამდე.
სამუშაოს მიზანი: კომპანიის გაყიდვების დადგენილი გეგმის შესრულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და მათთან ეფექტიანი თანამშრომლობა.
** არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება და შენარჩუნება.
** გაყიდვების მართვა.
** ანგარიშგება.

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება.
** აუცილებელია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

კომპეტენციები:

** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება.
** დაგეგმვა და ორგანიზება.
** ცვლილებების ინიცირება და განხორციელება.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა.
** გასაუბრება.

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა