• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კომბინირებული საკვები ქარხნის ოპერატორი
დამსაქმებელი: ჩირინა
ბოლო ვადა: 2020/02/28
ნანახია: 319 -ჯერ

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომბინირებული საკვები ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალოებები:

** ტექნოლოგიური ციკლის მონიტორინგი.
** რეცეპტების წარმოების პროგრამაში შეტანა.
** კომბინირებული საკვები ქარხნის მართვის პანელის მართვა
** კომბინირებული საკვები ქარხნის დამზდების ამონაწერის გადაგზავნა საკვებწარმოების ხელმძღავნელთან და კომბინირებული საკვები ქარხნის ხელმძღვანელთან.
** აღრიცხვის ჟურნალის წარმოება
** კომბინირებული საკვები ქარხნის ეფექტურ ოპერირებაზე პასუხისგება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული ტექნიკური განათლება
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** მაღალი პასუხისმგენლობის გრძნობა
** დავალების შესრულებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა

აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან 20-40 წლამდე მამრობითი სქესის წარმომადგენლები.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 28 თებერვლამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა