• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამუშაოთა მწარმოებელი
დამსაქმებელი: შპს "ლუკა"
ბოლო ვადა: 2020/02/29
ნანახია: 380 -ჯერ

"დაგი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი/საქართველოს რეგიონები
ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტის (ტექნიკური დავალება, ნახაზები, მეთოდოლოგია, კვლევები, სპეციფიკაციები და სხვა საპროექტო დოკუმენტაცია) და სამშენებლო კალენდარული გრაფიკის გაცნობა
** სამშენებლო ობიექტის დეტალური შესწავლა
** კომპანიის მენეჯმენტთან ერთად სამშენებლო ობიექტზე საჭირო პერსონალის განსაზღვრა, მათი რაოდენობისა და მიმართულებების მიხედვით
** პროექტის მენეჯერთან ერთად მშენებლობის ორგანიზაციის გეგმის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა
** პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი შესრულება
** მშენებლობის ორგანიზაციის გეგმის შესაბამისად საჭირო მოწყობილობებზე, დანადგარებსა და საშუალებებზე შესაბამისი მოთხოვნის პროექტის მენეჯერისათვის წარდგენა
** მიღებული ნებართვების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო დროებითი კომუნიკაციების მოწყობა
** სამშენებლო ობიექტიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა ან/და დასაწყობება და ობიექტის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება
** მის დაქვემდებარებაში არსებული შრომითი რესურსისა და ელექტრო-მექანიკური და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით სამშენებლო პროცესის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საინჟინრო-ტექნიკური განათლება
** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენაზე თავისუფლად წერა და საუბარი (ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 29.02.2020-მდე გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე hr@dagi.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა