• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლოჯისტიკის განყოფილების სტაჟიორი
დამსაქმებელი: ციტადელი
ბოლო ვადა: 2020/02/25
ნანახია: 327 -ჯერ

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის განყოფილების ანაზღაურებადი სტაჟიორის პოზიციაზე თბილისში (საქმიანობის შესწავლის შემდეგ ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე გადაყვანის მიზნით).

ძირითადი მოვალეობები:

** ლოჯისტიკის განყოფილებაში მიმდინარე სამუშაოების შესწავლა;
** განყოფილებაში მოსამზადებელი დოკუმენტაციის წარმოების შესწავლა;
** განყოფილებაში მიმდინარე სამუშაოების შესრულება შესწავლის მიზნით, ხელმძღვანელი პირის ზედამხედველობის ქვეშ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.

კანდიდატს უნდა იყოს შემდეგი პიროვნული თვისებებით და უნარ-ჩვევებით:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული, დისციპლინირებული;
** მოტივირებული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიაზე განიხილებიან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ლოჯისტიკის განყოფილების სტაჟიორი).

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25 თებერვალი, 2020 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

"ციტადელის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა