• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინკუბატორის ოპერატორი-კრწანისი
დამსაქმებელი: ქართული ფრინველი
ბოლო ვადა: 2020/03/18
ნანახია: 410 -ჯერ

საქართველოში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ფრინველის სანაშენე-საჯიშე რეპროდუქტორი შპს "ჯე პ ს ქართული ფრინველი" (საბუდარა), წარმოების ზრდიდან გამომდინარე, აცხადებს ინკუბატორის ოპერატორების (მამაკაცი) ვაკანსიას.

ანაზღაურება: 800 ლარიდან.
კალენდარული თვის განმავლობაში 10 სრული (24-საათიანი) სამუშაო მორიგეობა.

მოვალეობები:

** კვერცხის მიღება, დახარისხება და საინკუბაციოდ გაშვება
** წიწილის ამოთვლა, დახარისხება
** ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობის დაცვა, ხარისხის უზრუნველყოფა
** შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

უშუალო ზედამხედველის მითითებით:

** ინკუბატორში შიდა პროცესების აღწერა/კონტროლი სააღრიცხვო-სამეურნეო ჟურნალის წარმოება;
** ინკუბატორში მისაღები პროდუქციის (წიწილის) ხარისხის მართვა და საინკუბაციო კარადების სისტემაში არსებული შეუსაბამობების/ხარვეზების გამოვლენა. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა;
** სხვა აუცილებელი მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ზოოვეტ განათლება ან უმაღლესი განათლება სხვა მიმართულებით;
** სასურველია ტექნიკასთან ან ელექტრობასთან მუშაობის უნარ-ჩვევები.

შევასწავლით:

** ერთდღიანი წიწილის ვაქცინაციას, სქესზე გადარჩევას, დახარისხებას, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი სპეციალისტების მეშვეობით
** მანქანა-დანადგარების (ინკუბატორისა და საჩეკი მოწყობილობების) სწორად მართვას (კარადის ჩართვა, რეჟიმზე გაშვება, საინკუბაციო კლიმატის რეგულირება).

შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის გათვალისწინებით დამატებით მოქმედებს საბონუსო სისტემა.
მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფ. კრწანისი ("გიგანტის" დასახლება, ყოფილ ზოოვეტის ინსტიტუტთან).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: gepskartuliprinveli2017@gmail.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა