• https://charte.ge/

ავტორი

თემურ კურტანიძე

tel: 599777702
mail: tqvenimshenebeli2012@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მთავარი ბუღალტერი
დამსაქმებელი: თემურ კურტანიძე
ბოლო ვადა: 2020/02/29
ნანახია: 286 -ჯერ

მთავარი ბუღალტერი

კომპანია აცხადებს  ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის  პოზიციაზე- ბაკურიანში

ძირითადი მოვალეობები:

  •          ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის აწყობა, ბუღალტერიის მუშაობის სწორად დაგეგმვა და გრძელვადიანი სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა;
  •          საბუღალტრო პროგრამის დანერგვა და ბუღალტრული აღრიცხვის და  ბიზნეს საქმიანობის ავტომარიზაცია;
  •          ყოველდღიური ბუღალტრული გატარების შესრულება და მონიტორინგი;
  •          ყოველდღიური საბუთების და შედარების აქტების წარმოება; ყოველთვიური ხელფასების დაანგარიშება;
  •          პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტების) წარმოება და მოწესრიგება;
  •          ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება ვადებში;
  •          საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება-აღრიცხვა;
  •          ობიექტის დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევით ან სრულ ინვენტარიზაციში მონაწილეობა;
  •          ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში დაფიქსირება;
  •          ბუღალტრული ოპერაციების და დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
  •          კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებების სისწორის კონტროლი;
  •          დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;
  •          საბანკო ოპერაციების მათ შორის გადარიცხვების შესრულება და კონტროლი.
  •          დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ფუნქციების დელეგირება, მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების დროულად შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი.
  •          საქმის მწარმოებლებთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული დამუშავება.
  •          საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  •          უმაღლესი განათლება;
  •          მთავარ ბუღალტრად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  •          საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნაა Fina-ს ცოდნა);
  •          ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა
  •          საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel ცოდნა სავალდებულოა);
  •          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ;
ადგილმდებარეობა: დ. ბაკურიანი

ანაზღაურება 1500 ლარიდან ზემოთ - კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმეშემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tqvenimshenebeli2012@gmail.com

subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 მარტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა