განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ექიმი - სხვადასხვა
დამსაქმებელი: ენმედიცი
ბოლო ვადა: 2020/03/14
ნანახია: 119 -ჯერ

აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი" აცხადებს ენდოკრინოლოგებისგასტროენტეროლოგების და ჰეპატოლოგების ვაკანსიას სათაოში ქ. თბილისში (წინანდლის ქ. N9).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** MS office მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** პაციენტის მიღება, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება, დაავადების მართვა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილგანწყობა და თავაზიანობა
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე info@enmedic.com და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გრაფიკი - შეთავსებით 14:00-საათიდან 18:00 საათამდე ან შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა