• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წყლის ტუმბოების და მართვის სისტემების ელექტრიკოსი
დამსაქმებელი: კომპანია
ბოლო ვადა: 2020/03/13
ნანახია: 399 -ჯერ

კომპანია სამუშაოდ იწვევს წყლის ტუმბოების და მართვის სისტემების ელექტრიკოსს.

მოვალეობები:

** ელექტრო კარადის და ფარის სქემის შედგენა პროექტის მიხედვით;
** ელექტრო კარადების და ფარების სქემის მიხედვით აწყობა და მონტაჟი ობიექტზე;
** წყლის ტუმბოების და საფილტრაციო სისტემების ობიექტზე მონტაჟი (შერჩეული კანდიდატი გაივლის სპეციალიზებულ ტრენინგს);
** შესრულებული მონტაჟის შემოწმება;
** მოწყობილობის მარკირება;
** ობიექტზე ვიზიტი მოწყობილობის შრომისუნარიანობის შემოწმების მიზნით;
** შიდა სტანდარტების, შრომის უსაფრთხოების წესების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები:

** პროფესიული (ელექტროტექნიკური, რადიო ტექნიკური) განათლება;
** ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიური პროფესიით;
** ელექტრობის და ელექტროტექნიკის საფუძვლების ცოდნა;
** ელექტრო სქემების კითხვის უნარი;
** ავტოტრანსპორტის მართვის მოწმობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კეთილსინდისიერება.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი, ორშაბათი - შაბათი (კვირა დასვენების დღე);
ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1000 ლარი (ხელზე ასაღები).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: agrobizhr@gmail.com და "Subject" - ში მიუთითეთ: ელექტრიკოსი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიის ფარგლებში პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის წარდგენით, თქვენ გვანიჭებთ უფლებამოსილებას განვახორციელოთ მათი დამუშავება, მათ შორის შენახვა მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე, რათა მომავალში შესაბამისი ვაკანსიის არსებობისას, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დაცვა, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა