• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანგარიშების მენეჯერი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
ბოლო ვადა: 2020/02/23
ნანახია: 321 -ჯერ

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ანგარიშების მენეჯერის ვაკანტურ თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქციები:

** საბანკო პროცესების და საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი ნორმატივების საფუძვლიანი ცოდნა
** ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება, სხვადასხვა ტიპის ანგარიშების გახსნა, ნაღდი და უნაღდო ოპერაციების ჩატარება
** საბანკო პროდუქტების კლიენტებისთვის შეთავაზება ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და ფორმის გათვალისწინებით.
** ბანკის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და მოქმედი ტარიფების დაცვა
** საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბანკში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
** სასურველია საბანკო პროგრამა ALTA-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
** გაყიდვების უნარი
** პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
** მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული
** კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
** მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2020 წლის 23 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge - სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა