• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
1C ოპერატორი
დამსაქმებელი: SPAR Georgia
ბოლო ვადა: 2020/03/05
ნანახია: 433 -ჯერ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება, თ.ჩანტლაძის #40

მოვალეობები:

** შეკვეთების გაწერა-დაკორექტირება.
** სასაქონლო ზედნადებების rs.ge - ზე ატვირთვა
** უკან დაბრუნებული პროდუქციის დოკუმენტაციის შემოწმება და პროგრამაში გატარება

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია Excel -ის საშუალო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "1C ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა