• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დისტანციური მომსახურების ოპერატორი
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2020/03/10
ნანახია: 431 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაწევა
** ჩაბარებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გაცემა, პრობლემის დაზუსტება, შეკეთების ვადების დადგენა;
** პროდუქციის ტექნიკური ან პროგრამული ხარვეზის იდენტიფიცირებაში დახმარება და სწორი დირექტივის გაცემა;
** მისამართზე გამოძახების შეკვეთის მიღება, ვადების დაზუსტება და პროგრამული ფორმირება;
** მონტაჟის მოთხოვნის მიღება, ვადების დაზუსტება და პროგრამული ფორმირება;
** დიაგნოსტიკის შემდეგ მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებლებთან გამავალი ზარების ან SMS კომუნიკაციის განხორციელება და ინფორმაციის მიწოდება;
** ინფორმაციის გაცემა დეტალების ღირებულებაზე, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის ფორმირება და მონიტორინგი;
** გამავალი ზარები მისამართზე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგის მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების გადამისამართება და მონიტორინგი;
** შემოსული ზარების აღრიცხვა, სორტირება საკითხების მიხედვით.

განათლება/ცოდნა:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

საქმიანი თვისებები:

** გამართული და სასიამოვნო საუბრის მანერა;
** პრობლემურ მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** ინფორმაციის საინტერესოდ და სრულად წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინა და დაძაბულ რეჟიმში პროდუქტიული მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 10 მარტამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა