ავეჯის დეპარტამენტის გაყიდვების მენეჯერი |
დამსაქმებელი: |
ბელ მეზონი |
ბოლო ვადა: |
2020/03/07 |
ნანახია: |
403 -ჯერ |
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას ავეჯის დეპარტამენტის გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელსაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:
** გაყიდვების ტექნიკების, სპეციფიკისა და სამომხმარებლო/მსყიდველობით ჩვევების კარგად ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარები, მომხმარებლების მოთხოვნებისა და შესაძლებლობების ანალიზი და მათთვის ოპტიმალური ვარიანტის, გადაწყვეტის შეთავაზების უნარი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, სასაუბრო დონეზე კი - რუსულსა და ინგლისურ ენებზე (აუცილებელია);
** საოფისე პროგრამების MS Office-ს კარგად ცოდნა;
** ძვირფასი პროდუქციის გაყიდვაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ჩვენს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური, გაყიდვების სფეროთი დაინტერესებული, აქტიური,
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მუდმივი მუშაობა მომხმარებელთან, გაყიდვები, მათი ეფექტიანი და თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მყიდველთათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულობა.
პირობები:
** ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსები;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეების რაოდენობა: ექვსი (კვირებს + თვეში 1 დღე დასვენება).
** სამუშაო საათები: 10:00-19:00.
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).
დამატებითი ინფორმაცია:
მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #86
ვებ-გვერდები: www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge
კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.
სავალდებულოა: რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "ავეჯის დეპარტამენტის გაყიდვების მენეჯერის" პოზიცია.
გაითვალისწინეთ, რომ ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ დაექვემდებარება განხილვას.