• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/02/14
ნანახია: 302 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით სწორი სტანდარტის დაგეგმვის უზრუნველყოფა თითოეული საკითხის მოსაგვარებლად
** ფინანსური ანალიზი, პროგნოზირება, ბიზნესზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების შესწავლა და ანგარიშგება
** ბაზარზე არსებული რისკების შეფასება, ანალიზი
** დაქვემდებარებაში არსებული გუნდის მართვა, საქმის სწორი დელეგირება
** შესყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება/მონიტორინგი/განხორციელება
** ექსკლუზიური ბრენდების მოძიება
** მომწოდებლებისგან ექსკლუზიური პირობების მოპოვება
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან, თანამშრომლობის და პარტნიორული ურთიერთობის განვითარება
** კატეგორიის ნაშთების მონიტორინგი
** საცალო, სადისტრიბუციო ასორტიმენტის მატრიცის შექმნა და განვითარება
** პროდუქციის ანალიზი - შესყიდული საქონლის მარაგის მუდმივი მონიტორინგი
** რენტაბელობისა და სასაქონლო ჯგუფების ბრუნვადობის კოეფიციენტის კონტროლი
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია შესყიდვებში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
** გამოცდილება სამშენებლო სფეროში
** აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა
** სასურველია თურქული ენის ცოდნა
** Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 14 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა