• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უმცროსი პროგრამული ინჟინერი
დამსაქმებელი: გორგია
ბოლო ვადა: 2020/02/14
ნანახია: 304 -ჯერ

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროგრამული ინჟინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სხვადასხვა ვებ-სერვისის მონიტორინგი
** სამუშაო პროცესში, ახალ პროექტებში აქტიური ჩართულობა
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით)
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** აუცილებელია შემდეგი პროგრამული ენების ცოდნა: HTML5, CSS3, Javascript, PHP, MySql
** სასურველია შემდეგი პროგრამული ენების ცოდნა: Rest API, Typescript, Laravel/CodeIgniter, Angular/vue.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 14 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა