განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საწყობის/მომარაგების მტვირთავი
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2020/02/25
ნანახია: 286 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

კომპანია "ალტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის/მომარაგების მტვირთავის თანამდებობაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;

მოვალეობები:

** მიღებული დავალების მიხედვით პროდუქციის მოგროვება;
** კონტეინერების/ტრაილერების დაცლა;
** მანქანების დატვირთვა;
** ნებისმიერი საქონლის გადაადგილება რაც დაკავშირებულია საწყობის გამართულ მუშაობასთან.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

აღნიშნულ პოზიციაზე ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა 20 წლიდან 35 წლამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 25 თებერვლამდე. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა