• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გრაფიკული დიზაინერი
დამსაქმებელი: sushi24.ge
ბოლო ვადა: 2020/02/29
ნანახია: 340 -ჯერ

აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მიმზიდველ ხელფასს 1000 ლარიდან (NET) და ზევით კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გრაფიკული დიზაინის შექმნა პოს მასალის კუთხით
** ურთიერთობა სტამბებთან, დიზაინის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ბეჭდვისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრა
** ქსელში ახალი დეკორაციების შემუშავებაში უშუალო ჩართულობა
** მაკეტის დამტკიცების შემდეგ მისი დამუშავება, საბეჭდ ვერსიად დამზადება
** პროდუქტის ეტიკეტების, კატალოგის, ბუკლეტის, პოსტერის, სარეკლამო ბანერის, სავაჭრო ობიექტების (ინტერიერ-ექსტერიერი), დიზაინის შექმნა და გაფორმება
** აქციების ვიზუალური გაფორმება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით
** კოლექტიური სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრული ჩართულობა, პასუხისმგებლობის კომპეტენციის ფარგლებში აღება/

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://www.sushi24.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე აუცილებელია
** Adobe Photoshop, Corel draw, Adobe Illustrator, Adobe Indesign, adobe animat
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომისმოყვარეობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ნამუშევრების პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: hr@vvcapital.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა