• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ობიექტის მმართველი
დამსაქმებელი: sushi24.ge
ბოლო ვადა: 2020/02/29
ნანახია: 442 -ჯერ

კომპანია SUSHI24 აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მმართველის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა და კრეატულ თანამშრომელთა გუნდს, მიმზიდველ ხელფასს კვალიფიკაციის გათვალისწინებით 1200 ლარიდან (NET)

სამუშაო ადგილია: ქ.თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის თავისუფლად ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** მოლაპარაკების სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** ოპერატიული რეაგირება, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა; ორგანიზებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის და ობიექტის მუშაობის ორგანიზება
** შენობის და აღჭურვილობის სათანადო მდგომარეობის კონტროლი მის ობიექტზე.
** უზრუნველყოფს სწორ ურთიერთქმედებას სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებს შორის.
** აკონტროლებს თანამშრომლების უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის გავლას, შრომის დაცვის, სანიტარიული მოთხოვნების, შრომითი დისციპლინისა და შიდა შრომით ნორმებს.
** მიწოდების პროცესის კონტროლი სტანდარტების შესაბამისად
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და ამოცანები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ( ინგლისურ ან რუსულ ენაზე ) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ობიექტის მმართველი".

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა