განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კატეგორიის მენეჯერი
დამსაქმებელი: პეპელა
ბოლო ვადა: 2020/02/21
ნანახია: 220 -ჯერ

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** კატეგორიის ფარგლებში ახალი მომწოდებლის, ბრენდის მოძიების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ასორტიმენტის დამუშავება, გაფართოება;
** კონკურენტების ასორტიმენტისა და ფასების ანალიზი;
** აქციების დაგეგმვა, სააქციო ფასების დადგენა;
** პროდუქციის შეკვეთების მომზადება;
** მომწოდებლებთან არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინირება, ხელშეკრულების ვადების მონიტორინგი;
** მაღაზიის თანამშრომლებთან მუდმივი კონტაქტი მოთხოვნად პროდუქციასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის 49

დაინტერესებულმა პირებმა, 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@pepela.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:
გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა