• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროექტ მენეჯერი
დამსაქმებელი: ბელ მეზონი
ბოლო ვადა: 2020/02/24
ნანახია: 338 -ჯერ

მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები, რომელთაც კანდიდატი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:

** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** გამოცდილება კომპანიებთან მოლაპარაკებებში;
** სოციალური და პრეზენტაციული უნარ-ჩვევები მაღალ დონეზე;
** საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობისა გამოცდილება;
** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენის უნარი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულსა და ინგლისურ ენებზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) კარგად ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება: ჩვენს დარგში (მშენებლობა, რემონტი) მუშაობის გამოცდილება და კავშირები. ეს შესაძლოა გახდეს შემოთავაზებული ანაზღაურების გადახედვის საფუძველი;

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების მოძიება და მართვა;
** კომპანიებთან, პროექტ მენეჯერებთან და არქიტექტორებთან ურთიერთობა;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი.

პირობები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსები განხორციელებული პროექტებიდან;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა და დაწინაურების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 5-6 დღე (კვირა დღეებთან ერთად, თვეში 2 დღე დასვენება);
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #86
ვებ-გვერდები: www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge

კანდიდატები გაივლიან რამოდენიმე ეტაპიან გასაუბრებას.

სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "Subject"-ში მიუთითეთ "პროექტ მენეჯერის" პოზიცია.

გაითვალისწინეთ, რომ შემდგომი განხილვისათვის, რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ აღწერილ მოთხოვნებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა