• https://charte.ge/

ავტორი

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

mail: hr@sante.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადმინისტრაციული ასისტენტი
დამსაქმებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
ბოლო ვადა: 2020/02/16
ნანახია: 455 -ჯერ

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** შიდა და გარე სატელეფონო ზარებისა და კორესპონდენციის (მათ შორის ელექტრონული ფოსტით მოსული დოკუმენტაციის) მიღება-გადამისამართება-დაარქივება;
** ვიზიტორთა მიღება/გადამისამართება;
** სამუშაოს მაძიებლების პირველადი ანკეტირება და მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
** დოკუმენტაციის წარმოება/კონტროლი;
** თანამშრომლების დახმარება ადმინისტრაციულ საკითხებში;
** ადმინისტრაციული საკითხების შესრულება/კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საქმის წარმოებასა და დოკუმენტაციასთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** ქართული, რუსული, ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2020 წლის 16 თებერვლამდე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ადმინისტრაციული ასისტენტი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა