• https://charte.ge/

ავტორი

სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები

mail: hr@sante.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
დამსაქმებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
ბოლო ვადა: 2020/02/16
ნანახია: 385 -ჯერ

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
განაკვეთი: მოქნილი გრაფიკი

მოვალეობები:

** მონაწილეობის მიღება შერჩევის პროცესში (შემოსული რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება/ტესტირების დანიშვნა/წარმართვა, უკუკავშირი კანდიდატებთან, სარეზერვო ბაზების განახლება/მონიტორინგი);
** არსებული შაბლონის მიხედვით ხელშეკრულებების/თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადება, დაფაილება.

მოთხოვნები:

** განათლება - სტუდენტი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2020 წლის 16 თებერვლამდე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა