• https://charte.ge/

ავტორი

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

mail: hr@aldagi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინჟინერ-მშენებელი/ქონებრივი ზარალების ექსპერტი
დამსაქმებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
ბოლო ვადა: 2020/01/31
ნანახია: 337 -ჯერ

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებელი/ქონებრივი ზარალების ექსპერტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ყაზბეგის გამზ. 25
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** ქონებრივი ზარალების შეფასება - ადგილზე გასვლა ზარალის შეფასების მიზნით და დასკვნის მომზადება;
** დაზიანებული ქონების შეფასება: რისკის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება, გარკვეულ პარამეტრებზე დაყრდნობით ზიანის დადგენა;
** ზარალების შეფასების პროცესში კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა ზარალის რეგულირების შესახებ.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება არიქტექტორის ან/და მშენებელ-ინჟინრის პოზიციაზე;
** მნიშვნელოვანია საოფისე პროგრამების, მათ შორის MS Excel-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ინჟინერ-მშენებელი/ქონებრივი ზარალების ექსპერტი

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა