• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT ტექნიკური ანალიტიკოსი
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
ბოლო ვადა: 2020/02/20
ნანახია: 305 -ჯერ

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ტექნიკური ანალიტიკოსის თანამდებობაზე:

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქციები:

** სერვისების არქიტექტურულ დაგეგმარებაში/კორექტირებაში მონაწილეობა
** Unit ტესტირების სცენარების შემუშავებაში მონაწილეობა
** სერვისების ხარისხის/არქიტექტურის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება
** არსებული სისტემების ანალიზი/გაუმჯობესება
** ინფორმაციის შეგროვების მიზნით შეხვედრები პროექტების მენეჯერთან/შემსრულებელთან (მათ შორის დამკვეთთან) და შეხვედრების დოკუმენტირება
** გასაუბრება დამკვეთთან
** არსებული დოკუმენტაციის შესწავლა
** ინფორმაციის გადამოწმება შემსრულებელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
** ბიზნესს პროცესების ვიზუალური (დიაგრამული) ასახვა
** მოგროვებული ინფორმაციის ანალიზი
** სერვისის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება
** ანალიზის შედეგების შეჯამება, დოკუმენტირება და პროექტის მენეჯერთან (მათ შორის დამკვეთთან) და შემსრულებელთან შეთანხმება
** დანერგვის ხელშეწყობა
** ტესტირების პროცესში იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო საქმიანობის დაგეგმვა
** მონაწილეობის მიღება შემსრულებელთან დანერგვისთვის ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვასა და საჭირო რესურსის განსაზღვრაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** დეველოპერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
** მონაცემთა ბაზების სტრუქტურის ცოდნა
** SQL-ის ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

უნარები:

** ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი
** როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანმიმართული, ორგანიზებული
** კომუნიკაბელური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge - სადაც სათაურის (Subject)ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა