• https://charte.ge/

ავტორი

ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი

mail: sopo.ramishvili@irao.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
რეგიონული გაყიდვების მენეჯერი-ბათუმი
დამსაქმებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
ბოლო ვადა: 2020/02/21
ნანახია: 306 -ჯერ

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ბათუმში.

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს "Vienna Insurance Group" ("ვენის სადაზღვევო ჯგუფი"), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა
** პოტენციური კლიენტის მოძიება და სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია რუსული, თურქული ან ინგლისური ენების ცოდნა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** მიზანსწრაფულობა
** მოტივირებულობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმოების უნარი
** კომუნიკაბელურობა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიაში მოცემულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: sopo.ramishvili@irao.ge და სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 21 თებერვალი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა