• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
აუდიტორი
დამსაქმებელი: ავერსი-ფარმა
ბოლო ვადა: 2020/02/07
ნანახია: 339 -ჯერ

შპს ავერსი-ფარმა აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათ გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება კომპანიის წინაშე არსებულ რისკებთან მიმართებაში. სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
** ნორმატიული აქტების, კომპანიის შიდა ინსტრუქციების, დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
** კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით.
** შიდა ან გარე აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, ან ბუღალტერიის/ფინანსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, სასურველია საბუღალტრო პროგრამის ORIS ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა;
** კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 07.02.2020 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა