• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
Front-End დეველოპერი
დამსაქმებელი: სფეისი
ბოლო ვადა: 2020/02/21
ნანახია: 344 -ჯერ

"სფეისის" გუნდში ვეძებთ Front-End დეველოპერს.

შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს ყველაზე საინტერესო და მასშტაბურ ინოვაციურ პროექტებზე ქართული და საერთაშორისო ბაზრებისთვის. გექნება სრული შემოქმედებითი თავისულება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და ამავდროულად ძალიან საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები.

ჩვენს შესახებ:

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მიზანდასახული, ცოტა არაორდინარული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ დროა, არსებობდეს ტრადიციული და მოძველებული ბანკინგის ალტერნატივა. სწორედ ამიტომ შევქმენით "სფეისი" - პირველი ციფრული ბანკი საქართველოში, რომლის მიზანია ინოვაციებით, ტექნოლოგიებით და დიზაინით გააუმჯობესოს საბანკო სერვისებით სარგებლობის გამოცდლება.

ვის ვეძებთ:

თუ ხარ ცნობისმოყვარე, ენერგიული, მოტივირებული Front-End დეველოპერი, გიყვარს რთული სისტემების დაგეგმვა და შექმნა, მუდმივად ხარ თანამედროვე ტექნოლოგიების და ტრენდების საქმის კურსში, მზად ხარ დაუღალავი შრომისთვის, მაშინ მოემზადე კოსმოსში მოგზაურობისთვის!

შენ:

** იქნები თვითორგანიზებული, ეჯაილ გუნდის ნაწილი
** ჩაერთვები პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის სრულ პროცესში (SDLC)
** მონაწილეობას მიიღებ ინოვაციური ბიზნეს პროდუქტებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შექმნაში
** დაგჭირდება კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, ასევე Open Source და კომერციულ გადაწყვეტილებების გარჩევა, რომ შეძლო, ხარვეზების აღმოჩენა და ოპტიმალური გადაწყვეტიების შემუშავება
** უნდა გქონდეს ბიზნეს პროექტებში Front-End დეველოპმენტის 2+ წლიანი გამოცდილება
** კარგად უნდა იცნობდე web markup-ების ენებს ტექნოლოგიებსა და framework-ებს, HTML5, CSS3, დაგჭირდება ერთი ან რამოდენიმე JavaScript framework-ების ცოდნა, AngularJS, KnockoutJS, BackboneJS ან ReactJasynchronous request handling-ის, partial page updates და AJAX-ის პრინციპების ცოდნა
** გამოიკვლევ ბრაუზერების თავსებადობის პრობლემებს და შემოგვთავაზებ შენთვის ნაცნობ მოგვარების გზებს. გააკეთებ 3-rd Party API-ების ინტეგრაციას და ბიზნეს პროცესების ორკესტრაციას.

კარგი იქნება რომ გქონდეს:

** Scrum და Kanban ფრეიმვორკების ცოდნა
** UX/UI გუნდებთან კოლაბორაციის გამოცდილება
** ქსელისა და უსაფრთხოების საწყისების ცოდნა
** ასინქრონული პროგრამირების გამოცდილება, როგორიცაა Rabbit MQ, MSMQ და სხვა, ჩაითვლება უპირატესობად.

როგორ დაგვიკავშირდე?

გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: career@space.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ვუკავშირდებით.

მისამართი: თბილისი
კატეგორია: IT
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: სტანდარტული
გამოცდილების ტიპი: სპეციალისტი

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა