• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კატეგორიის განვითარების მენეჯერი
დამსაქმებელი: ალტა
ბოლო ვადა: 2020/02/21
ნანახია: 320 -ჯერ

შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ თვითრეალიზაციისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად;
** გექნებათ კონკურენტული ანაზღაურება, ბონუსები და ჯანმრთელობის დაზღვევა.

განაკვეთი: სრული.

მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პროდუქტების წინასწარი მატრიცის განსაზღვრა;
** გაყიდვების გეგმისა და წინასწარი პროგნოზების შედგენა/შემუშავება;
** ახალი პროდუქტების გაცნობა/წარდგენა;
** ფასების რეგულარული მონიტორინგი, მარაგების, პროდუქტის ხანდაზმულობისა და საბაზრო სიტუაციის მიხედვით;
** სააქციო და სალიკვიდაციო ფასების განსაზღვრა;
** კატეგორიის მიხედვით გაყიდვების, შესყიდვების გეგმისა და მარჟების მდგომარეობის პერმანენტული შემოწმება;
** კონკურენტი კომპანიების გასაყიდი პროდუქტების, აქციების და ფასების მონიტორინგი;
** კონკურენტების აქტივობებზე სწრაფი რეაგირება;
** შესყიდული პროდუქტის მაღაზიათა ქსელში განაწილება, მაღაზიების საჭიროების და სპეციფიკის გათვალისწინებით;
** ნაშთების, მათ შორის გზაში ან მომწოდებლის საწყობში მყოფი პროდუქტების ბრუნვის და ხანდაზმულობის მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;
** კუთვნილი კატეგორიის ქვეშ სააქციო პროდუქტების განსაზღვრა;
** ფრომოუშენისა და აქციების იდეების გენერირება;
** პროდუქტების განლაგების განსაზღვრა, სააქციო ზონების შესაბამისად;
** ყველა სააქციო საკითხზე გაყიდვების დეპარტამენტთან და მარკეტინგთან თანამშრომლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; MS Excel-ის ცოდნა საჭიროა განსაკუთრებულად მაღალ დონეზე;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინიციატივების წარდგენის უნარი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება;
** სამუშაოზე კონცენტრირება და სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა და სწორი დაგეგმვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2020 წლის 21 თებერვლამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;
** IQ და OPQ ტესტი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა