• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაგრილების მიმართულების მენეჯერი
დამსაქმებელი: ქებული კლიმატი
ბოლო ვადა: 2020/02/20
ნანახია: 314 -ჯერ

კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას გაგრილების მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაგრილების მიმართულების განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა;
** ბაზრის შესწავლა/ანალიზი;
** მიმართულების განვითარებისთვის პროექტების დაგეგმვა, მართვა და შეფასება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება;
** დაქვემდებარებული კატეგორიის პროდუქციის შესყიდვების, გაყიდვებისა და მარაგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბრენდ მენეჯერის ან მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი;
** პროექტის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა.;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@pragma.ge და წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქებული კლიმატი/გაგრილების მიმართულების მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა