ავტორი

ევროპროდუქტი

tel: (+995) 591 08 6519
mail: hr@europroduct.ge

ყველა ვაკანსია ( 1 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი
დამსაქმებელი: ევროპროდუქტი
ბოლო ვადა: 2020/02/17
ნანახია: 283 -ჯერ

"ევროპროდუქტი" დაარსდა 2004 წელს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტი, დისტრიბუცია და საცალო ვაჭრობა. "ევროპროდუქტი" საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა. 2014 წლიდან კი კომპანია საკუთარი მარკეტების ქსელით შემოვიდა ბაზარზე და დღეისთვის 19 მარკეტით არის წარმოდგენილი საქართველოში და უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას.

"ევროპროდუქტი"-ს მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე

ჩვენ ვეძებთ "ევროპროდუქტი"-ს გუნდში სამუშაოდ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს.

ჩვენს გუნდში სამუშაოდ საჭიროა:

** გაიღიმოთ, მიესალმოთ და მადლობა გადაუხადოთ მომხმარებელს;
** უპასუხოთ მომხმარებლის კითხვებს და დაეხმაროთ მათ;
** უზრუნველყოთ პროდუქციის განლაგება თაროებზე;
** დროულად უზრუნველყოთ დაბალვადიანი პროდუქტის მოხსნა თაროდან;
** დროულად უზრუნველყოთ ფასდებულების ცვლილება;
** უზრუნველყოთ თქვენი სამუშაო ადგილის და თაროების სისუფთავე;
** საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროთ თქვენს კოლეგებს.

თვისებები, რომელიც დაგეხმარებათ ჩვენს გუნდში სამუშაოდ:

** ადამიანების დახმარების სურვილი;
** პოზიტიური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** სისწრაფე;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სხვადასხვა ტიპის ბონუსურ სისტემებს;
** ყოველთვიურად 50 ლარის ღირებულების პროდუქციას საჩუქრად;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ღამის საათებში თანამშრომლების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეძლებთ მომსახურების ახალი სტანდარტების შესაბამისად მუშაობას "ევროპროდუქტის" გუნდთან ერთად:

1. გაიარეთ რეგისტრაცია, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და მობრძანდით გასაუბრებაზე.

რეგისტრაციის გასავლელად დააკლიკეთ აქ
მისამართი: ვიქტორ დოლიძის ქ. #26/28
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 591 086519

2. გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@europroduct.ge და სათაური ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"ევროპროდუქტის" გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა