• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფერმის მომზადების ჯგუფის თანამშრომელი
დამსაქმებელი: ჩირინა
ბოლო ვადა: 2020/01/30
ნანახია: 470 -ჯერ

შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფერმის მომზადების ჯგუფის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საფრინველეების მომზადება ფრინველის მისაღებად (ქვეშსაფენის შეტანა, საკვების გაშლა და ა.შ)
** ფრინველის ვაქცინაცია
** საფრინველედან ნაკელის გატანა, ფერმის სველი რეცხვა, დეზინფექცია
** ფერმის მშრალ დეზინფექციაში მონაწილეობის მიღება
** საფრინველეში არსებული ტენიანობის, საკვები ხაზის, წყლის სისტემის, განათების პარამეტრების კონტოლი

აუცილებელი მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა

ანაზღაურება: 550-750 ლარი

აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან 20-40 წლამდე მამრობითი სქესის წარმომადგენლები. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 30 იანვრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა