• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
დირექტორის ასისტენტი
დამსაქმებელი: მასტერ ფუდი
ბოლო ვადა: 2020/02/17
ნანახია: 462 -ჯერ

შპს "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი.

თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ხუთი ობიექტი - გლდანი (ვეკუას ქ. 14), გლდანი (ქერჩის და ვასაძის კვეთა), ვარკეთილი (ჯავახეთის ქ. 2), საბურთალო (ჭაბუკიანის ქ. 6ა) და თამარ მეფის გამზ. 13.

შპს "მასტერ ფუდი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ტექნიკური მიმართულებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი 10:00-14:00.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ეკონომიკური / ფინანსური განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება ხარისხის მართვის კუთხით, სასურველია წარმოებაში;
** საბუღალტრო პროგრამა Fina-სა და Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური ჩართულობა პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით;
** პროგრამული ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება;
** საჭიროების შემთხვევაში პროგრამა Fina-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება, არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით;
** სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე საჭირო რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა საქმიანობაში ჩართულობა;

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

აუცილებელია რეზიუმე/CV-ში მიუთითოთ მინიმუმ ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია!

აუცილებელია წარმოადგინოთ სარეკომენდაციო წერილი!

ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს და წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com. გთხოვთ, სრულყოფილად წარმოადგინოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა