• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სექციის სუპერვაიზერი
დამსაქმებელი: ჯითექსი
ბოლო ვადა: 2020/02/01
ნანახია: 565 -ჯერ

შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას სექციის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითექსი" 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova.

პოზიციის მიზანი: მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით, დარბაზზე მუდმივი ორიენტაცია და კონსულტანტების გუნდის ეფექტურად მართვა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, მენეჯერული უნარ-ჩვევები და ძალიან დიდი მოტივაცია აქტიურად ჩაერთოს მაღაზიის დარბაზის პროცესებში და უზრუნველყოს შემდეგი მიმართულებების მართვა:

დარბაზი და ლოჯისტიკა:

** დარბაზის მუდმივი შევსებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა
** ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის კონტროლი
** დასაწყობება და საწყობის პერიოდულად მოწესრიგების უზრუნველყოფა
** ბრენდის ვიზუალის მიერ მოწოდებული სტანდარტების მიხედვით დარბაზში ახალი და ფასდაკლებული კოლექციის განლაგების უზრუნველყოფა
** კოლექციის მიღების პროცესების მართვა და შესაბამისი გუნდის კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
** მიღებული საქონლის ინვენტარიზაციაში აქტიური ჩართულობა;
** გასაგზავნი/მიღებული ტრანსფერის მარაგის მომზადება.

გაყიდვები და სერვისი:

** თანამშრომლების მხრიდან მომხმარებელთან კომუნიკაციის კონტროლი
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა შესაბამისი სერვისის/გაყიდვების ტექნიკების საშუალებით;

მართვა და ადმინისტრირება:

** გუნდის დატრეინინგების უზრუნველყოფა (პროდუქციის, მომსახურების, მერჩენდაიზინგის სტანდარტების გაცნობა);
** გუნდის მოტივირება და მხარდაჭერა საერთო მიზნის მისაღწევად;
** გუნდის მართვა და ყოველდღიური დავალებების სათანადოდ დელეგირება;
** ჩექლისტის საფუძველზე მაღაზიის ყოველდღიური კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატი:

** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში
** აუცილებელია მაღაზიაში მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მაგ.სექციის მენეჯერი, დეპარტამენტის მენეჯერი, ვიზუალ მერჩენდაიზერი, სუპერვაიზერი)
** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო, გამოყენების დონეზე (Ms Word, Excel);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე);
** სასურველია უმაღლესი განათლება.

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

** ერთმანეთის მხარდაჭერა;
** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** ინიციატივის გამოჩენა და იდეების ღიად გაზიარება;
** შრომისმოყვარეობა;
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა;
** მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
** სიტუაციური ტესტი;
** გასაუბრება

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ვაკანსიით დაინტერესებულებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gtex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სუპერვაიზერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 01/02/2020 წ.

წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა