• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების კონსულტანტი
დამსაქმებელი: ნავნე
ბოლო ვადა: 2020/02/16
ნანახია: 543 -ჯერ

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე და სამუშაოს სთავაზობს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს თბილისში.

გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 10 საათი, აქედან 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: 500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და მომსახურება;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სასურველია პარფიუმერიის/ტანსაცმლის გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოთი ელ. ფოსტაზე: hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა