• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
თანამშრომელთა შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: ნიკორა
ბოლო ვადა: 2020/01/31
ნანახია: 428 -ჯერ

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge/

სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიების შესაბამისად თანამშრომელთა შერჩევის ეფექტური პროცესებისა და პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მართვა;
** პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თანამშრომელთა მოძიების/შერჩევის არხებისა და ინსტრუმენტების განსაზღვრა;
** ვაკანსიების მიხედვით სამუშაო აღწერილობის დამუშავება და შესაბამისი საძიებო არხებით გავრცელება;
** მიღებული რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება, კანდიდატთა შესახებ საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, რეზერვების შექმნა და მონაცემების პროგრამულად ასახვა;
** ჰოლდინგში შემავალ შვილობილ კომპანიებსა და სტრუქტურულ ქვედანაყოფებში არსებული საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერების ვაკანტური პოზიციების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით შევსების უზრუნველყოფა;
** დასაქმების ფორუმებსა და ღონისძიებებზე კომპანიის წარმომადგენლობა და სწორი ბრენდინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, სამუშაოს ეფექტური გადანაწილება და პროცესების კონტროლი;
** ყოველთვიური რეპორტინგი - თანამშრომელთა დენადობის დინამიკის ანალიზი, საკადრო ცვლილებების სტატისტიკის მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია);
** შერჩევის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ​HR-პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია Vabaco);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვისა და დარწმუნების უნარი;
** გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: staff@nikora.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 იანვარი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა