• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროექტის ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: ნიკორა
ბოლო ვადა: 2020/01/31
ნანახია: 348 -ჯერ

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge/

სს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე (საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების გაყიდვების მიმართულებით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების მიმართულებით, ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** პროდუქციის ასორტიმენტის განსაზღვრა და საფასო პოლიტიკის შემუშავების პროცესში უშუალო ჩართულობა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და შესყიდვის პროცესის წარმართვა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, ბრენდის ცნობადობის ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** განხორციელებული ღონისძიებების შედეგების შეფასება/ანალიზი და წარდგენა მენეჯმენტისათვის სამომავლო აქტივობების დაგეგმვის მიზნით;
** პერიოდულად მომხმარებელთა კვლევა და ანალიზი, მათი დამოკიდებულების შესწავლა პროდუქტთან მიმართებაში;
** პროდუქციის რეალიზაციის მუდმივი მონიტორინგი, გაყიდვების მონაცემების ანალიზი და პერიოდულად ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების (სარეცხი, საწმენდი, სადეზინფექციო) გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ​მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 იანვარი.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა