• https://charte.ge/

ავტორი

შპს შრომის უსაფრთხოების ცენტრი

tel: (+995) 574 09 09 73
mail: info@safetycenter.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
იურისტი/პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი/შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
დამსაქმებელი: შპს შრომის უსაფრთხოების ცენტრი
ბოლო ვადა: 2020/02/01
ნანახია: 630 -ჯერ

შპს შრომის უსაფრთხოების ცენტრი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში, აცხადებს ღია კონკურსს ტრენერის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით:

 

-          იურისტი - 2 ვაკანსია;

-          შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - 6 ვაკანსია, მათ შორის:

შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორების, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი.

-          პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალისტი - 2 ვაკანსია.

 

სწავლების განმახორციელებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:

ა) აქვს ბაკალავრის ხარისხი, სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში;

ბ) აქვს მაგისტრის (ან მაგისტრთან გათანაბრებული) ხარისხი, სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში;

გ) აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო პროგრამების სწავლების უფლებამოსილება (გარდა დისტანციური პროგრამების საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებისა), აქვს სწავლების ერთწლიანი გამოცდილება და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში;

დ) აქვს უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროში სწავლების სამწლიანი გამოცდილება;

ე) აქვს ავტორიზირებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ორწლიანი გამოცდილება და ფლობს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს შესაბამის დარგში – შრომის ჰიგიენა: ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური ფაქტორების, ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოების, მოდულის სწავლების შემთხვევაში;

ვ) აქვს უმაღლესი სამედიცინო განათლება, სწავლების ერთწლიანი გამოცდილება პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლების შემთხვევაში.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

-          პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

-          CV;

-          განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

-          პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა);

-          შრომის უსაფრთხოების სფეროში პრაქტიკული მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა).

 

საბუთების მიღების ვადა: 2020 წლის 1 თებერვლამდე ელექტრონულ მისამართზე info@safetycenter.ge ან შრომის უსაფრთხოების ცენტრის ოფისში, მისამართზე: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 57ა, მე-4 სართული, ოთახი 407. ორშაბათი - შაბათი 1000-1800.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა